loader

ნაწლავის ჩხირი და სალმონელა შაურმაში - სურსათის სააგენტომ "დონ ჩიჩო" დახურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაწლავის ჩხირი და სალმონელა შაურმაში - სურსათის სააგენტომ "დონ ჩიჩო" დახურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე "დონ ჩიჩო" დახურა და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს სურსათის დეპარტამენტმა კოსტავას #75-ში მდებარე საშაურმე "დონ ჩიჩოში" (შპს "CHICHO PLUS") მონიტორინგი ჩაატარა.
ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ შაურმა დაბინძურებული იყო მეზოფილური აერობებით, ფაკულტატური ანაერობებით, კოლიფორმებით, ეშერიხია კოლის (E.Coli) ბაქტერიითა და სალმონელათი.

"საწარმოს დახურვის საფუძველი გახდა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების დარღვევა და სხვ. საშაურმე "დონ ჩიჩოს" კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა შაურმისა და სხვა საკვები პროდუქტების რეალიზაციის უფლება", - განმარტავენ სააგენტოში.

“Don Chicho” shawarma spot closed in Tbilisi after inspection - Watch the video on georgianews.ge