loader

მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველაზე" მამაკაცი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველაზე" მამაკაცი დაჭრეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ალექსანდრე ვ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

ალექსანდრე ვ-ს მეტროპოლიტენ "ვაჟა-ფშაველას" სადგურში სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა 1963 წელს დაბადებულ თორნიკე ჯ-სთან, რა დროსაც მას ცივი იარაღით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ალექსანდრე ვ. ადგილზევე დააკავეს. თორნიკე ჯ. გადაყვანილია საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).