loader

"ტელეზვეზდა" გახადეს დასაჭერი კაცი" - "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების აქცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტელეზვეზდა" გახადეს დასაჭერი კაცი" - "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების აქცია

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან კომპანია "ცენტრ პოინტის" დაზარალებულებმა აქცია გამართეს და კომპანიის მფლობელების, ვახტანგ და მაია რჩეულიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოითხოვეს. მათი განცხადებით, მშენებარე ბინებში ფული სრულად აქვთ გადახდილი, თუმცა მშენებლობები დასრულებული არ არის და გამოძიება უნდა დაინტერესდეს რაში დახარჯეს კომპანიის მფლობელებმა შეტანილი თანხები.

აქციაზე დაპირისპირება მოჰყვა ადვოკატ ავთანდილ ბექაურის გამოჩენას. ბექაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატია და მისი უფლებამოსილებით იმყოფება აქციაზე, თუმცა ადვოკატმა აქციის დანარჩენი მონაწილეებისაგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებასთან" მისული ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იმართებიან.

მის ამ განცხადებას აქციაზე დაპირისპირება მოყვა. "ქართულ ოცნებასთან" შეკრებილი ადამიანები ამტკიცებებნ, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მხოლოდ პრობლემის გადაჭრას ითხოვენ.