loader

"სოდომი და გომორი" პრეზიდენტს და პრემიერს დამოუკიდებლობის დღეზეც შეახსენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სოდომი და გომორი" პრეზიდენტს და პრემიერს დამოუკიდებლობის დღეზეც შეახსენეს

დამოუკიდებლობის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე უამრავი ადამიანია შეკრებილი. მათ წინაშე სიტყვით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოვიდნენ.

მოედანზე გადაღებულ კადრებში ასობით მოქალაქე ჩანს, რომლებიც ღონისძიებას ესწრებიან. ერთ-ერთ კუთხეში ჩანს ტრანსფარანტი წარწერით: "სოდომის და გომორის მიწა დღესაც ცეცხლშია". ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეებმა პრეზიდენტს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს ამ კანონისადმი მათი დამოკიდებულება დღესაც შეახსენეს.