loader

გორში ტექნიკის ორი მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორში ტექნიკის ორი მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გიგა ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 6 მარტს გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, სახურავიდან შეაღწია კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც სხვადასხვა მოდელისა და დასახელების 72 მობილური ტელეფონი, 10 ციფრული ფოტოაპარატი, მონო და ბალი-ბარათები, 4 პლანშეტური კომპიუტერი, სხვა კომპიუტერული აქსესუარები და 310 ლარი მოიპარა. მან იმავე მაღაზიიდან მეორე მაღაზიაში შეაღწია, სადაც 2 ვიდეოკამერას, 14 ნოუთბუქს, 1 პლანშეტურ კომპიუტერს, მეხსიერების ჩიპებს ფარულად დაეუფლა და მიიმალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნაქურდალი ნივთების საერთო ღირებულებამ 34 000 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული ნივთების მცირე ნაწილი ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით).