loader

ჩინეთში 13 წლის მოზარდები თანატოლს სასტიკად გაუსწორდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთში 13 წლის მოზარდები თანატოლს სასტიკად გაუსწორდნენ

ჩინელმა ინტერნეტმომხმარებლებმა ნადირობა გამოაცხადეს ოთხ მოზარდზე, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ თანატოლს. ბიჭებმა 13 წლის მოზარდს ჯერ ქვები დაუშინეს, წიხლებით სცემეს და შემდეგ გონდაკარგულ მსხვერპლზე მოშარდეს. მოგვიანებით, ნაცემი ბიჭი ტვინის შერყევით და მრავლობითი დაჟეჟილობით გამვლელებმა წაიყვანეს საავადმყოფოში.

შეშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში დამნაშავეების ვიდეოს და ფოტოს ავრცელებენ და მათ დასჯას მოითხოვენ.