loader

"როგორც ნივთს, ისე ექცევიან გოგონებს" - ადრეული ქორწინების საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც ნივთს, ისე ექცევიან გოგონებს" - ადრეული ქორწინების საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში

7 ათასზე მეტმა გოგონამ ნაადრევი ქორწინების გამო განათლების მიღება ვერ დაასრულა. ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებული სტატისტიკა საგანგაშოა, - ასეთ შეფასებას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აკეთებს. ომბუდსმენის თქმით, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არსებობს კავშირი ოჯახურ ძალადობასა და ნაადრევ ქორწინებას შორის.

სასტუმრო Holiday Inn-ში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოში ადრეული ქორწინების საკითხი განიხილეს, აღინიშნა, რომ ქალების დაახლოებით 18% 18 წლის შესრულებამდე არის დაქორწინებული. ამის შესახებ მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველთან ერთად, სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში წარმოდგენილ ფაქტებზე და გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის შედეგებზე იმსჯელეს.