loader

სკოლებში სწავლა, მეექვსე კლასის ჩათვლით, კვირის ბოლომდეა შეწყვეტილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკოლებში სწავლა, მეექვსე კლასის ჩათვლით, კვირის ბოლომდეა შეწყვეტილი

ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის დროებით შეჩერების მიუხედავად, საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი არ გადაიწევს და სკოლებში ბოლო გაკვეთილები 13 ივნისს ჩატარდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა დღეს განაცხადა. მისივე განცხადებით, ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლა, მეექვსე კლასის ჩათვლით, კვირის ბოლომდეა შეწყვეტილი.

რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით ვირუსული მენინგიტის შემთხვევებს, ამ ეტაპზე 342 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ქავთარაძემ აღნიშნა, თბილისსა და ქუთაისში ვირუსული მენინგიტის შემთხვევებმა მკვეთრად იკლო.