loader

აფხაზური ოპოზიცია დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზური ოპოზიცია დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა

სოხუმის ცენტრში, დრამატული თეატრის წინ, აფხაზური ოპოზიციის რამდენიმე ათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა დეფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბისა და მთლიანად მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ქვები და ჯოხები დაუშინა, რის შედეგადაც ფანჯრებია ჩამსხვრეული. მათ შესასვლელი კარიც ჩაამტვრიეს და შიგნითაც შეაღწიეს.

რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას დეფაქტო მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით, თუმცა, იძულებული გახდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრა დაეტოვებინა, რადგან ოპოზიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მის ადმინისტრაციაში შეიჭრა.

კადრები, რომლებსაც რუსული საიტები ავრცელებენ, სოხუმში საპროტესტო მიტინგზეა გადაღებული, სანამ ოპოზიცია ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძვრებოდა.

Demonstrators in Abkhazia attack Ankvab's office and demand his resignation - Watch the video on georgianews.ge