loader

ჰიმალაიზე ნაპრალში ჩავარდნილი ალპინისტი დახმარებას "ფეისბუქით" ითხოვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰიმალაიზე ნაპრალში ჩავარდნილი ალპინისტი დახმარებას "ფეისბუქით" ითხოვდა

ამერიკელი მეცნიერი ჯონ ოლი, რომელიც ჰიმალაის მთებში კლიმატურ ცვლილებებს იკვლევდა, მყინვარზე ღრმა ნაპრალში ჩავარდა. 20 მეტრის ფრენის შემდეგ ოლმა მრავალრიცხოვანი დაზიანებები მიიღო და ნაპრალიდან ცოცხლად გამოსვლის იმედი არ ჰქონდა.

იგი მყინვარზე მარტო იმყოფებოდა, სატელეფონო კავშირი არ მუშაობდა, მაგრამ ინტერნეტსიგნალის წყალობით, მან დახმარების თხოვნები "ფეისბუქზე" დაპოსტა. სამაშველო ჯგუფის მოსვლამდე ჯონ ოლიმ ნაპრალიდან თავის დაღწევა თავადვე შეძლო, ზემოთ ამოსულს კი სამაშველო ვერტმფრენმაც მოუსწრო.