loader

როგორ შეიჭრა აფხაზური ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და რას მოითხოვს ის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეიჭრა აფხაზური ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და რას მოითხოვს ის

აფხაზურმა ოპოზიციამ წუხელ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავა. რუსული ტელეკომპანია ТВЦ-ის ინფორმაციით, მომიტინგეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ქმედებები ქვეყანას ანგრევს. ისინი პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს კორუფციაში, ხელისუფლების უზურპაციასა და რუსეთთან არასაკმარის ინტეგრაციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

ანქვაბი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას დე ფაქტო მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით, თუმცა იძულებული გახდა, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გუშინ გამართული შეხვედრა დაეტოვებინა, რადგან ოპოზიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მის ადმინისტრაციაში შეიჭრა.

"მოლაპარაკებებზე ანქვაბმა თანხმობა განაცხადა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიცია უფრო მეტს ითხოვს: პრეზიდენტის გადადგომას", - განაცხადა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ. მისივე თქმით, ყველანაირი ზომის მიღება მიმდინარეობს იმისთვის, რომ ვითარება მშვიდობიანი გზით განიმუხტოს.