loader

ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ერი ერთ ძალად შეკრას - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ერი ერთ ძალად შეკრას - ილია მეორე

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი საპატრიარქოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა, არ დაივიწყონ, რომ აქ მათი წინაპრების საფლავებია.

შეხვედრას ესწრებოდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ მოსწავლეები ისტორიული ჰერეთიდან. დიასპორის სამინისტრომ კახის, ბელაქანისა და ზაქათალას რაიონის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გამარჯვებული 15 მოსწავლე გამოვლინდა, უწმინდესთან შეხვედრას კი 10 ბავშვი, მშობლები და მათი თანმხლები პირები ესწრებოდნენ.

კათალიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე მყოფებს საჩუქრად ქადაგებების კრებული, სანთლები გადასცა და ისინი დალოცა. "ყველას გელოდებით საქართველოში", - აღნიშნა შეხვედრის ბოლოს პატრიარქმა.