loader

ცემა-ტყეპა სასამართლოში გირგვლიანის პროცესის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცემა-ტყეპა სასამართლოში გირგვლიანის პროცესის დროს

სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ახლობლები და ირაკლი კაკაბაძე. ირაკლი კაკაბაძემ ბრალდებულების ახლობლებს ზონდერები უწოდა.

შესვენების გამოცხადების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გამოსულებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მანდატურის სამსახურმა ირაკლი კაკაბაძე და ბრალდებულების ახლობლები ერთმანეთის მოშორებით გაიყვანა. ამის მიუხედავად, სასამართლოს შენობის გარეთ, სადაც გირგვლიანის ახლობლები იყვნენ შეკრებილები, დაპირისპირება გაგრძელდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთმანეთს ირაკლი კაკაბაძემ და დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა მიაყენეს. ბრალდებულების ახლობლები და გირგვლიანის ახლობლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, რის გამოც პროცესში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.