loader

როგორ "მოძღვრავს" ჟურნალისტებს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ "მოძღვრავს" ჟურნალისტებს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი

საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი აჭარის პროკურატურის თანამშრომლებს "პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღის" კვირეულის ფარგლებში ესტუმრა.

მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებთან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "პროკურატურა მზად არის, იდგეს სიმართლის სადარაჯოზე", მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს კი არ უპასუხა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა პროკურატურის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თემურ დოლიძეს მიმართეს, ექნებოდათ თუ არა საშუალება, შემდეგ ღონისძიებაზე დაესვათ პროკურორისთვის შეკითხვები. თემურ დოლიძე ჯერ დაინტერესდა, კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდათ ჟურნალისტებს, კამერების ჩართვის შემდეგ კი აღნიშნა, რომ კითხვები სასაცილო იყო. მან ჟურნალისტები "დაარიგა", უფრო კომპეტენტური კითხვები დაესვათ. ჟურნალისტების კითხვები გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, მოსასმენ აპარატურას და დავით კეზერაშვილის გამამართლებელ განაჩენს შეეხებოდა.