loader

ამაზონის ტომების ინდიელები ცხენოსანი პოლიციის წინააღმდეგ მშვილდ-ისრებით გამოვიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაზონის ტომების ინდიელები ცხენოსანი პოლიციის წინააღმდეგ მშვილდ-ისრებით გამოვიდნენ

მშვილდ-ისრებით ცხენოსანი პოლიციის წინააღმდეგ - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბრაზილია პროტესტის და გაფიცვების ტალღამ წალეკა. ერთ-ერთი ასეთი მანიფესტაცია ამაზონის ტომების ინდიელებმა მოაწყვეს. ისინი პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა. დემონსტრაციაზე ინდიელებმა თან მშვილდ-ისრები მიიტანეს, სხვა მონაწილეები პოლიციელებს ქვებს ესროდნენ.

სპორტულ ღონისძიებებზე მილიონების ხარჯვის ნაცვლად აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან სოციალური სფეროს გაუმჯობესებას, სიღარიბესთან და დანაშაულთან ბრძოლაში ზომების მიღებას მოითხოვენ. სან-პაულუს ქუჩებში კი გაფიცული მასწავლებლები გამოვიდნენ. გაფიცვას რიო-დე-ჟანეიროს, სალვადორეს და სან-ლუისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები შეუერთდნენ. მანიფესტანტებმა იმ სტადიონთან მისასვლელი გზები გადაკეტეს, სადაც უეფას ჩვენება იმართებოდა, შესაბამისად ორგანიზატორებს ღონისძიების შეწყვეტა მოუხდათ.