loader

საყვარელ მამაკაცზე გათხოვების გამო ორსული ქალი მამამ და ძმამ ჩაქოლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საყვარელ მამაკაცზე გათხოვების გამო ორსული ქალი მამამ და ძმამ ჩაქოლეს

პაკისტანში 3 თვის ორსული ქალი ოჯახის წევრებმა უმაღლესი სასამართლოს წინ ქვებით ჩაქოლეს.

ფარზანა ფარვენი ოცამდე ნათესავმა, მათ შორის, მისმა მამამ და ძმამ სასიკვდილოდ მხოლოდ იმისთვის გაიმეტეს, რომ გოგონამ საყვარელ მამაკაცზე გათხოვება გადაწყვიტა. 25 წლის ფარზანა მუჰამედ იქბალზე წლების განმავლობაში იყო დანიშნული, თუმცა ოჯახის ნებართვის გარეშე. ფარზანას მამამ სიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. წყვილს ოჯახის წევრები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ახალგაზრდები სასამართლოდან გამოდიოდნენ. მამა და ძმები ფეხმძიმეს ხელკეტებითა და აგურებით სასტიკად გაუსწორდნენ.

ვინაიდან პაკისტანში ე.წ. შეთანხმებული ქორწინებაა გავრცელებული, პაკისტანელები სიყვარულით გათხოვებას დანაშაულად აღიქვამენ. ფარზანა ერთ-ერთია იმ უამრავ ქალს შორის, რომლებიც მხოლოდ იმისთვის დახოცეს, რომ ოჯახის ნებართვის გარეშე, საკუთარი სურვილით გათხოვდნენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე