loader

პოლიციის დღეს ბათუმში პატრულის თანამშრომელი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციის დღეს ბათუმში პატრულის თანამშრომელი დაიღუპა

ბათუმში პატრულირების დროს საპატრულო პოლიციის 28 წლის თანამშრომელი რამაზ დევაძე დაიღუპა. გარდაცვლილის ახლობლები განცხადებით, ის სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. დაღუპულს მეუღლე და 10 თვის შვილი დარჩა.

ოჯახის ახლობლის იოსებ ლორიას თქმით, რამაზ დევაძე გუშინ მორიგეობდა მახინჯაური-გვირაბის ტერიტორიულ მონაკვეთზე. დაახლოებით 18:00 საათზე გახდა შეუძლოდ, მივიდა აფთიაქში და წნევა გაიზომა, აფთიაქის თანამშრომლების შეთავაზებაზე, რომ სასწრაფოს გამოძახებდნენ, უარი განაცხადა, რადგან მორიგეობაზე იმყოფებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში პოლიციელის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დევაძე პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და პატრულირებდა.