loader

"ბექა არ არის კრიმინალი!" - აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბექა არ არის კრიმინალი!" - აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია პარლამენტთან გაიმართა. ახალგაზრდებმა თსუ-დან პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს.

"ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უდანაშაულო ადამიანებში ბოროტებას ნერგავს. შეწყდეს ძალადობრივი პოლიტიკა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა წიქარიშვილმა, რომელიც მარიხუანას ტარება-მოხმარების გამო ბრალდებულია და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით და ბრალდებულ ბექა წიქარიშვილის მხარდასაჭერად აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. საპროტესტო აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა.

ასევე იხილეთ: ნანუკა ჟორჟოლიანი შვილთან ერთად მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზ