loader

ანქვაბის წარმომადგენლებმა მისი ნებაყოფლობითი გადადგომა არ დაადასტურეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანქვაბის წარმომადგენლებმა მისი ნებაყოფლობითი გადადგომა არ დაადასტურეს

აფხაზეთის უშიშროების საბჭომ უარყო ოპოზიციის განცხადება, თითქოს მოქმედმა დეფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გადადგომის დოკუმენტს ნებაყოფლობით მოაწერა ხელი.

აფხაზეთის ოპოზიციამ, რომელმაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა, ადრე განაცხადა, რომ დეფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გადადგომის დოკუმენტს მოაწერა ხელი. ხელის მოწერის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგეი შამბამ განაცხადა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 2 ივნისს ალექსანდრე ანქვაბი სოხუმში დაბრუნდება. პორტალ lifenews.ru-ის ინფორმაციით, მოქმედი დეფაქტო პრეზიდენტი საკუთარი მომხრეების მიტინგს დაესწრება და რამდენიმე ხმამაღალ განცხადებას გააკეთებს. ღონისძიება ე.წ. თავისუფლების მოედანზე 12 საათზე გაიმართება.