loader

"დალიე, მაგრამ შენი ლიმიტი იცოდე!" - ანტიალკოჰოლური სოციალური რეკლამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დალიე, მაგრამ შენი ლიმიტი იცოდე!" - ანტიალკოჰოლური სოციალური რეკლამა

ხშირად ამბობენ, რომ აკრძალვა საქმეს არ შველის და ადამიანს რასაც უკრძალავ, სწორედ იმას აკეთებსო. ეს თვისება კი პირდაპირ ადამ და ევასგან მოგვდგამს. ეტყობა სწორედ ეს გაითვალისწინეს ავსტრალიაში ანტიალკოჰოლური კამპანიის ორგანიზატორებმა და სოციალურ სარეკლამო რგოლებში იმის ნაცვლად, რომ ხალხისთვის სპირტიანი სასმელის მოხმარებისგან თავის შეკავება ერჩიათ, თანამემამულეებს ალკოჰოლის ზომიერად მოხმარებისკენ მოუწოდეს - "დალიე, მაგრამ შენი ლიმიტი იცოდე!" - ეს გახლავთ ამ ვიდეორგოლების დევიზი. სამწუხაროდ, ამ კრეატიულ ჩანაფიქრს ბევრი ვერ მიხვდა და კამპანიის ორგანიზატორები მკაცრად გააკრიტიკეს. კრიტიკოსების აზრით, ახლა ალკოჰოლიკების რიცხვი კი არ იკლებს, არამედ ის ხალხიც დაიწყებს დალევას, ვინც მანამდე არ სვამდა.