loader

ცნობილი სახეები აქციაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი სახეები აქციაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით თბილისში

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიის შენობასთან, აქციაზე საზოგადოების ცნობილ სახეებთან ერთად ასობით ადამიანი შეიკრიბა.მათი მოთხოვნით, საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უნდა შეწყვიტოს მარიხუანას მოხმარების გამო საკუთარი მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა და შეურაცხყოფა.

თბილისში გამართული აქციის პარალელურად მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით მოქალაქეები ქუთაისში, ბათუმში, სამტრედიაში, ბოლნისსა და ბაღდათში შეიკრიბნენ. საკუთარი პოზიცია ბერლინში, ნიუ-იორკისა და შინაში (შვედეთი) მცხოვრებმა ქართველებმაც დააფიქსირეს.

ავტორი: სალომე შიხაშვილი