loader

"მოვიდა ოცნება და დაგვრჩა ნაოცნებარი" - რისკენ მოუწოდებს ლევან ვარშალომიძე ხელისუფლებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვიდა ოცნება და დაგვრჩა ნაოცნებარი" - რისკენ მოუწოდებს ლევან ვარშალომიძე ხელისუფლებას

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ვარშალომიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, აამოქმედოს შეჩერებული სოციალური პროექტები.

ლევან ვარშალომიძე დღეს თამარის დასახლებაში ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა. როგორც ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, წელიწადნახევარია, უფუნქციოდ დგას ორი კორპუსი, რომელიც ბარაკებში მცხოვრებთათვის იყო განკუთვნილი, თუმცა ამ დრომდე შენობებში არავინ შეუსახლებიათ. ვარშალომიძე განმარტავს, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწყებული პროექტი - "ბათუმი ბარაკების გარეშე", რომლის ფარგლებშიც ასეულობით სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებელი ბინით უნდა დაკმაყოფილებულიყო.