loader

ჯარისკაცმა ლიანდაგზე ჩავარდნილი ქალი გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯარისკაცმა ლიანდაგზე ჩავარდნილი ქალი გადაარჩინა

26 წლის ბილი მაკფილი პლატფორმაზე იდგა, როდესაც საპირისპირო მხარეზე დაინახა, როგორ ჩავარდა ლიანდაგზე პენსიონერი ქალბატონი. ბილი ქალს მაშინვე მივარდა, პლატფორმაზე აიყვანა და სულ რაღაც წამებში ასცდა მომავალ მატარებელს.

"180 მეტრის დაშორებით ვიდექი და დავინახე, როგორ ჩავარდა ქალბატონი ლიანდაგში, ამ დროს კი მომავალი მატარებლის ხმაც გავიგე. მაშინვე გავიფიქრე, თუ არ მივეშველებოდი, ის დაიღუპებოდა. ყველა კიოდა და ყვიროდა, მე კი არ ვფიქრობდი რას ვაკეთებდი. ქვევით ჩავხტი და ქალბატონისკენ გავეშურე. სულ რაღაც წამებში ავცდი მომავალ მატარებელს. მამაჩემმა მითხრა, რომ მე იდიოტი ვარ, ასე რომ გავრისკე საკუთარი სიცოცხლე, მაგრამ მინდა ვიფიქრო, რომ თუ მეც ოდესმე ასე დამემართება, ვინმე იგივეს გააკეთებს და გადამარჩენს", - ამბობს ბილი. ბილი მაკფილი ჯარში მსახურობს და იმ დროს, როცა ეს შემთხვევა მოხდა, სახლში ბრუნდებოდა.