loader

პოლიტიკური კარიკატურების გამოფენა რიყეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიტიკური კარიკატურების გამოფენა რიყეზე

რიყეზე პოლიტიკური კარიკატურების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაში ქართველ კარიკატურისტებთან ერთად უცხოელი კარიკატურისტებიც იღებენ მონაწილეობას.
გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პოლიტიკოსების, მათ შორის: ანგელა მერკელის, ბარაქ ობამას და ვლადიმერ პუტინის კარიკატურები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის არჩილ მაჭავარიანის განცხადებით, პროექტს "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" სლოვაკურ ორგანიზაცია "ეუფორიონთან" ერთად ატარებს.
მისივე თქმით, გამოფენა თბილისში ივნისის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გადაინაცვლებს.

ავტორი: გიორგი დადიანი