loader

"უმჯობესია, ქალებს არ ეკამათო" - ვლადიმერ პუტინმა ჰილარი კლინტონი გააკრიტიკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმჯობესია, ქალებს არ ეკამათო" - ვლადიმერ პუტინმა ჰილარი კლინტონი გააკრიტიკა

"უმჯობესია, ქალებს არ ეკამათო. როდესაც ადამიანები თავაზიანობის საზღვრებს გადადიან, ეს არა მათ ძალაზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს. მაგრამ ქალებისთვის სისუსტე ყველაზე ცუდი თვისება არ არის" - ასე უპასუხა ვლადიმერ პუტინმა ფრანგული რადიო "ევროპა 1"-ისა და ტელეკომპანია TF1-ის მიერ დასმულ შეკითხვას ჰილარი კლინტონის შესახებ, რომელმაც რუსეთის ქმედებები უკრაინაში ჰიტლერისდროინდელი გერმანიის ქმედებებს შეადარა.

"ქალბატონი კლინტონი არც მანამდე გამოირჩეოდა დახვეწილი გამონათქვამებით. როდესაც ადამიანებს მეტი არგუმენტები არ აქვთ, ისინი უკიდურეს გამონათქვამებს იყენებენ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.