loader

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 19 მოქალაქე დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 19 მოქალაქე დაშავდა

თურქეთში, ბოლუ-სტამბულის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 19 მოქალაქე დაშავდა. დაღუპულია ავტობუსის მძღოლი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა.

ავტობუსი თბილისიდან სტამბულის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა. ავტობუსში 42 მგზავრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ქართველია.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ადგილობრივი დროით, დილის 00:09 საათზე მოხდა. ექიმების განცხადებით, დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.