loader

გინება და ქვების სროლა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გინება და ქვების სროლა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან

ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაპირისპირება მოხდა. პარტიის ოფისთან დილიდან აქციას მართავდნენ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას ახლობლები და ოჯახის წევრები, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და თენგიზ გუნავამ უარი თქვან ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობაზე. ოფისში მყოფმა პირებმა და აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლულია. ქარდავას ოჯახის წევრების განცხადებით, შესაძლოა, მკვლელობასთან თენგიზ გუნავასაც ჰქონდეს კავშირი.

ავტორი: გუგა ლაგვილავა

Insults and stones in Zugdidi - Confrontation in front of “National Movement’s” office - Watch the video on georgianews.ge