loader

ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით პირველად გაემგზავრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით პირველად გაემგზავრნენ

"არაფერი არ არის იმაზე საამაყო ჩემთვის, რომ ვიდგე თქვენს წინაშე, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი" - ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ იმ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ.

ქართველი სამხედროების ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრების ცერემონია ვაზიანის მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში გაიმართა. გაცილების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში პირველად ერთვება. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ერთი ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში შეასრულებენ.

Georgian soldiers sent to Central African Republic for peacekeeping operation - Watch the video on georgianews.ge