loader

საფრანგეთში გიგანტური სეტყვა წამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთში გიგანტური სეტყვა წამოვიდა

სამდღიანი გვალვის შემდეგ საფრანგეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქარიშხალი ამოვარდებოდა, რასაც წვიმა და სეტყვა მოჰყვებოდა. საფრანგეთში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. ყველაზე მეტად იველინის და ვალ დე უეზის დეპარტამენტებს არ გაუმართლა - აქ ჩოგბურთის ბურთისოდენა სეტყვა წამოვიდა და სახლების, მანქანების სახურავები და ხეები დააზიანა. ამინდის პროგნოზი კი სანუგეშოს ბევრს ვერაფერს იუწყება - რეგიონის თავს დამტყდარი ციკლონი წინ მიიწევს და მალე ჰოლანდიაში, გერმანიის ჩრდილოეთსა და პოლონეთის დასავლეთ ნაწილსაც კი მიაღწევს.