loader

დაპირისპირება ზუგდიდში - დაღუპული რეინჯერისა და ოფიცრის ახლობლებმა "ნაციონალების" ოფისთან აქციის მოწყობა სცადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება ზუგდიდში - დაღუპული რეინჯერისა და ოფიცრის ახლობლებმა "ნაციონალების" ოფისთან აქციის მოწყობა სცადეს

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის, დავით ცინდელიანისა და კონტრდაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა პარტიის ოფისთან აქციის მოწყობა სცადეს.

სამართალდამცველებმა ჯაჭვი გააკეთეს და აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ახლოს არ უშვებდნენ, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

ცინდელიანისა და ქარდავას გაუჩინარების საქმის გახსნაზე განცხადებები შს სამინისტროში გაკეთდა. მათ მკვლელობაში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომან შაფათავაა ბრალდებული.

ავტორი: გუგა ლაგვილავა

იხილეთ:

შსს-მ მეტყევე-რეინჯერის, დათო ცინდელიანის გაუჩინარების საქმე გახსნა

შსს-მ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის მკვლელობის საქმე გახსნა