loader

სტიქია გურიაში: ძლიერი წვიმის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი დაზარალდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქია გურიაში: ძლიერი წვიმის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი დაზარალდა

სტიქიის შედეგად ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონებში 15-ზე მეტი სოფელი დაზარალდა. დატბორილია ყანები, საცხოვრებელი სახლები, სავარგულები და გზები გაფუჭებულია.

მუშაობა უკვე დაიწყო ზარალის დამთვლელმა კომისიამ და მიმდინარეობს აღწერა, რომლის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე სუფსა ადიდდა, რომელმაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში დამბა გაარღვია. ასევე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცირე მეწყერული ჩამონაშალია დაფიქსირებული საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე. ასევე, განადგურდა საყანე ფართობები, დაზიანდა მილხიდები და სანიაღვრე არხები.