loader

ერაყში მყოფი 25 საქართველოს მოქალაქე უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერაყში მყოფი 25 საქართველოს მოქალაქე უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს

ერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან. ამის შესახებ საგარეო საქმეტა სამინისტროში განაცხადეს.

საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, ქალაქ მოსულში 25 ქართველი, რომლებიც საერთაშორისო აეროპორტის დაცვაში მუშაობდნენ, უსაფრთხო ადგილებში არიან გადაყვანილი.
ამასთან, არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქალაქ მოსულში საქართველოს მოქალაქეები მძევლად აიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, 5 ქართველი იმყოფება სამიგრაციო სამსახურში, რომლებსაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და ამ საკითხის მოგვარებაში საელჩო აქტიურად არის ჩართული.