loader

პრემიერის სტუმრობისთვის ერთი დღით გახსნილი საწარმო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერის სტუმრობისთვის ერთი დღით გახსნილი საწარმო

12 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში საზეიმოდ გახსნა ხილის შემნახველი საწარმო. მეორე დღეს, ანუ 13 ივნისს საწარმო უკვე დაკეტილი იყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, საწარმოს ტერიტორიაზე მხოლოდ დაცვის 3 თანამშრომელი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანის თქმით, 300 კილორამი ატამი, რომელიც საწარმომ პრემიერის ვიზიტისთვის მიიღო და დააფასოვა, სპეციალურად ამ დღისთვის ახლობლისგან ჩაიბარეს.

სოფელ ჩუმლაყში ხილის შემნახველი საწარმო შპს "ქართული ხილის კომპანიას" ეკუთვნის. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია 2013 წელს დაფუძნდა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 000 დოლარის ოდენობის 3%-იანი კრედიტი მიიღო. კომპანიას შეძენილი აქვს ხილის დამხარისხებელი იტალიური დანადგარები. საწარმო ორი ნაწილისაგან შედგება, რომელთაგან ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა.

მოგვიანებით, "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საწარმო "ნამდვილად არის მოქმედი... უბრალოდ, ამ ეტაპზე, სეზონიდან გამომდინარე, ფუნქციონირებს მხოლოდ მისი ადმინისტრაციული ნაწილი, ხილის ჩაბარების სეზონის დადგომისთანავე, დაახლოებით 1 კვირაში საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდება და პროდუქციას ჩაიბარებს".