loader

"იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დავით ნარმანია 51.2 %-ით ლიდერობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დავით ნარმანია 51.2 %-ით ლიდერობს

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს.

ამომრჩეველთა წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ნარმანიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 51,2 %-მა მისცა. ტელეკომპანიის ცნობით, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე 24,7 %-ით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა.

თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" - 10,8%, "პატრიოტთა ალიანსი" - ირმა ინაშვილი 5,8 %, ასმათ ტყაბლაძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2,6%, კახა კუკავა - არასაპარლამენტო ოპოზიცია - 2,1 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,1 %.

ასევე იხილეთ: თბილისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი? - "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები