loader

მსოფლიო ჩემპიონატის საწინააღმდეგო აქცია რიოს პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიო ჩემპიონატის საწინააღმდეგო აქცია რიოს პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა

ბრაზილიის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა "მარაკანას" სტადიონთან შეკრებილი 200 დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. სტადიონზე, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, არგენტინისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებს შორის მატჩი მიმდინარეობდა.

დემონსტრანტები, მათ შორის, ადგილობრივი რადიკალური საფეხბურთო მოძრაობის, Black Block-ის წევრები სკანდირებდნენ: "ფიფა, დაბრუნდი შვეიცარიაში!" და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.