loader

მომღერალს ყელიდან სიმსივნე ჰიპნოზის ქვეშ ამოკვეთეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომღერალს ყელიდან სიმსივნე ჰიპნოზის ქვეშ ამოკვეთეს

საოპერაციო მაგიდაზე გვინეელი მომღერალი ალამა კანტე წევს. ფრანგი ქირურგები მას ყელიდან სიმსივნეს კვეთენ. ამასთან ქალისთვის ანესთეზია არ გაუკეთებიათ. იგი ჰიპნოზის ქვეშაა და მღერის.

ასეთ გაბედულ ნაბიჯზე აფრიკელი მას შემდეგ წავიდა, რაც უთხრეს, რომ ოპერაციის დროს ხმის იოგების დაზიანების რისკი არსებობდა. ამიტომ იგი ტკივილისგან გათავისუფლების არატრადიციულ მეთოდს დათანხმდა. ამასთან, მას უნდა ემღერა, რომ ქირურგებს შეძლებოდათ განსაზღვრა, სად იყო იოგები და სად უცხო უჯრედები.

ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ ალამა თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა. მისი ხმა დარჩა ისეთივე, როგორიც ქირურგიულ ჩარევამდე იყო.