loader

შეიარაღებული მძარცველი მამაკაცმა სიტყვით "განაიარაღა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიარაღებული მძარცველი მამაკაცმა სიტყვით "განაიარაღა"

47 წლის ენდრიუ ფერნანდესი რამდენიმე წელს ციხეში გაატარებს, მას შემდეგ, რაც ბანკის გაძარცვა სათამაშო იარაღით სცადა. მოტოციკლისტის ჩაფხუტიანი, სათამაშო პისტოლეტით შეიარაღებული ფერნანდესი სამხრეთ ლონდონში მდებარე ბანკში შეიჭრა და მოლარეს იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა.

სალაროსთან მდგარი კლიენტი, 34 წლის ჯეიმს როული მიხვდა, რომ იარაღი სათამაშო იყო და შეგულიანებულმა მას ჭკუის დარიგება დაუწყო, თუმცა მძარცველი მოლარესთან საუბარს განაგრძობდა. რამდენიმე წუთში ენდრიუ ფერნანდესი მიხვდა, რომ ძარცვა ჩაეშალა, ამიტომ შენობიდან გაიქცა. ჯეიმს როული დაედევნა გაქცეულს, დაიჭირა და პოლიციას დაახვედრა დამნაშავე.