loader

"თუ ხელისუფლება საზოგადოების იგნორირებას გააგრძელებს, ხალხს აქციებზე ვიხილავთ" - კახა კახიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ხელისუფლება საზოგადოების იგნორირებას გააგრძელებს, ხალხს აქციებზე ვიხილავთ" - კახა კახიშვილი

თუ ხელისუფლება საზოგადოების იგნორირებას გააგრძელებს, დიდია ალბათობა, რომ ხალხი აქციებზე ვიხილოთ, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა კახიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს 2015-16 წლების პერიოდშია მოსალოდნელი, როცა არჩევნები არ იქნება.

"აქციები 2015 და 2016 წლებშია მოსალოდნელი, როდესაც არჩევნები არ იქნება; საზოგადოებაში გაჩნდება განცდა, რომ ვერ გააპროტესტებს რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას ან არსებულ მდგომარეობას არჩევნების გზით. თუ ხელისუფლება გააგრძელებს საზოგადოების იგნორს, ალბათობა, რომ საზოგადოების ნაწილი აქციებზე ვიხილოთ, არის დიდი", - აღნიშნა კახა კახიშვილმა.