loader

ავტომობილში ჯგუფური სექსის დროს ქალმა ორივე ფეხი მოიტეხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომობილში ჯგუფური სექსის დროს ქალმა ორივე ფეხი მოიტეხა

ჩინეთში, ვენჩჟოუს პროვინციაში კურიოზული ინციდენტი დაფიქსირდა: ავტომობილში სექსის დროს ქალმა ორივე ფეხი მოიტეხა მას შემდეგ, რაც მანქანა შემთხვევით დაიძრა. სექსუალურ აქტში კიდევ ორი ადამიანი - მამაკაცი და ქალი მონაწილეობდნენ, რომლებიც ასევე დაშავდნენ.

სავარაუდოდ, "ავტოორგიის" ერთ-ერთმა მონაწილემ შემთხვევით ხელის მუხრუჭს დააჭირა და ავტომობილი დაიძრა. მანქანა დაგორდა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი მოტოციკლისტის თქმით, სამი შიშველი ადამიანი ავტომობილიდან სხვის დაუხმარებლად გამოსვლას ვერ ახერხებდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სახანძრო მივიდა. ექსტრემალური სექსის მოყვარულები ავტომობილიდან მეხანძრეებმა ამოიყვანეს. ფეხებმოტეხილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილის მძღოლ მამაკაცს კი საზოგადოებრივ ადგილზე უხამს ქცევაში დასდეს ბრალი.