loader

დედოფლისწყაროში ბუხრინწას უკანონო დატყვევების ფაქტი გამოავლინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედოფლისწყაროში ბუხრინწას უკანონო დატყვევების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს რაიონში საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ფრინველის, ბუხრინწას სახეობის უკანონო დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დარღვევას კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

ბუხრინწა ბუსნაირთა რიგის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძე 33-39 სმ-ია, გავრცელებულია ევროპაში (ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის გამოკლებით), სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, ბალტიისპირეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში. იგი ბუდეს იკეთებს ფუღუროში და სხვენზე. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად ფრინველებით.