loader

მთვრალი ამერიკელები ალიგატორის დაჭერას შიშველი ხელებით შეეცადნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთვრალი ამერიკელები ალიგატორის დაჭერას შიშველი ხელებით შეეცადნენ

ოთხი მთვრალი ლუიზიანელი მამაკაცი გზის სავალ ნაწილზე გამომძვრალი სამმეტრიანი ალიგატორის დამოუკიდებლად გათრევას შეეცადა.

ბარიდან ახალგამოსულებმა ავტომობილით მოძრაობისას ერთ-ერთ გზატკეცილზე ალიგატორი იპოვეს. უცნობია, უშლიდა თუ არა რეპტილია მათ გზის გაგრძელებაში, მაგრამ მამაკაცებმა მისი გზიდან გადაყვანა გადაწყვიტეს. ისინი ალიგატორზე პერანგის დაგდებას და შემდეგ მისი სავალი ნაწილიდან გათრევას შეეცადნენ. "ოპერაციის" მიმდინარეობისას ალიგატორი მობრუნდა და მამაკაცს პირი ხელში ჩაავლო. ერთ-ერთი მათგანი მთელ ამ პროცესს იღებდა.

მამაკაცებს შემთხვევის ადგილზე ექიმების გამოძახება მოუწიათ. დაზარალებული გლენ ბონინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.