loader

მოგიწოდებთ, ეს ვიდეო ბოლომდე ნახოთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოგიწოდებთ, ეს ვიდეო ბოლომდე ნახოთ!

"მოგიწოდებთ, ეს ვიდეო ბოლომდე ნახოთ! არ გადაახვიოთ, არ დააპაუზოთ, არ გახსნათ სხვა გვერდი. მე გიწვევთ, რომ დაჯდეთ წყნარად და უყუროთ უბრალო, 3-წუთიან ვიდეოს. რთულია არა თქვენთვის? უკვე მოგწყინდათ და თქვენი ტვინი სხვა საკითხზე ყურადღების გადატანას ცდილობს. ჯერჯერობით უმკლავდებით, მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ თქვენ გეშინიათ. იმდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ შეეცადეთ, რამეზე ფოკუსირება მოგეხდინათ, რომ არ იცით, შეგიძლიათ თუ არა კიდევ ამის გაკეთება... და ეს ვიდეო მოსაწყენია, არა? იქნებ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ხრიკია და ბოლომდე თუ დარჩებით, რამე ჯილდოს მიიღებთ? აქ ხუმრობა არ არის ჩადებული, არც ჯილდო. აქ ხართ მხოლოდ შენ და ეს ვიდეო. ან უყურებთ, ან არა. მე მოგიწოდებთ, რომ უყუროთ. მაგრამ დაბრკოლებები ხელს გიშლით. აი, იმეილი მოგივიდათ, აი, ახალი პოსტი დაიდო "ინსტაგრამზე", რამდენი რამ გამოტოვეთ ამ სამ წუთში....", - გესაუბრებათ მამაკაცი, რომელმაც ალბათ მოახერხა და ბევრი თქვენგანი სამი წუთით შეაყოვნა მონიტორთან.

თუ ფიქრობთ, რომ ამ ვიდეოს ყურებაში 3 წუთი ტყუილად დახარჯეთ, გეტყვით, რომ ეს ყურადღების ტესტია და იმ პირობების შესრულება, რომლებსაც ვიდეოს დასაწყისში (არ გადაახვიოთ, არ დააპაუზოთ, არ გახსნათ სხვა გვერდი), მამაკაცი გიყენებთ, ძალიან რთულია. აბა, სცადეთ...

ასევე იხილეთ: თუ დღეს ერთი ვიდეოს ნახვას აპირებთ, ჩვენ ამას გირჩევთ