loader

სიცხეში მომლოდინე მშობლები და ტესტებით კმაყოფილი აბიტურიენტები: რა ხდება ეროვნულ გამოცდებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიცხეში მომლოდინე მშობლები და ტესტებით კმაყოფილი აბიტურიენტები: რა ხდება ეროვნულ გამოცდებზე

უკვე მეორე დღეა, თბილისის შვიდ საგამოცდო ცენტრთან ხალხმრავლობაა. მშობლები შვილების გამოცდიდან გამოსვლას სიცხეში საათობით კიბეებზე ჩამომსხდარნი ელოდებიან. გამოცდაზე მყოფ აბიტურიენტებზე არანაკლებად გარეთ მომლოდინე მათი გულშემატკივრები ნერვიულობენ.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ტესტების ჩაბარებით კმაყოფილნი არიან. მათი უმეტესობა საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით დაიწყო. გამოცდებისათვის 36 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, უმაღლეს სასწავლებლებში კი 40 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია. საგამოცდო პროცესი 16 ივლისს დასრულდება.

ავტორები: გიორგი დადიანი, გიგა ხურცილავა