loader

რუსმა პოლიციელებმა კომაში მყოფი ბრალდებული საავადმყოფოდან გაათრიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსმა პოლიციელებმა კომაში მყოფი ბრალდებული საავადმყოფოდან გაათრიეს

ორი პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც მათ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საავადმყოფოდან გაათრიეს. 41 წლის ოფიცერი ფედორ მოროზი და 45 წლის იური კოუდინოვი ადგილობრივ საავადმყოფოში ეჭვმიტანილის, სერგეი კოჟემიაკინის დაკავების მიზნით შევიდნენ. 36 წლის მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ პოლიციელებმა საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეუთანხმებლად ის მაინც წაიყვანეს.

კოჟემიაკინი 2008 წელს მომხდარი მკვლელობისთვის იძებნებოდა. საავადმყოფოს ვესტიბიულში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა, როგორ გაათრიეს პოლიციელებმა მკვლელობაში ბრალდებული შენობიდან, რის შემდეგაც კომაში მყოფი კოჟემიაკინი ვნუკოვოს აეროპორტში წაიყვანეს, მაგრამ აეროპორტის თანამშრომლებმა მათ გაფრენის საშუალება არ მისცეს. მთელი ღამის განმავლობაში ეჭვმიტანილს სუნთქვა უჭირდა, მაგრამ მოროზმა და კუდინოვმა მას ყურადღება არ მიაქციეს, რის შედეგადაც კოჟემიაკინი აეროპორტში გარდაიცვალა.