loader

ევროპის მოედანზე კონცერტისთვის ემზადებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპის მოედანზე კონცერტისთვის ემზადებიან

ევროპის მოედანზე კონცერტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გადამწყვეტ ფაზაშია შესული. კონცერტი ორნაწილიანი იქნება. პირველ ნაწილს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი და უცხოეთში მოღვაწე ცნობილი საოპერო მომღერლები გააფორმებენ, კერძოდ: პაატა ბურჭულაძე, ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, ანიტა რაჭველიშვილი და გია გაგნიძე. მეორე ნაწილში კი მაყურებლის წინაშე ნიაზ დიასამიძე და 33ა, ასევე, ნინო ქათამაძე წარსდგებიან.

კონცერტის ორგანიზატორები კულმინაციას პირველ და მეორე ნაწილს შორის ელოდებიან. როგორც რეჟისორმა პაატა ციკოლიამ განაცხადა, სწორედ ამ დროს მივლენ ევროპის მოედანზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვლენ. ამავე პერიოდში შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

საზეიმო კონცერტი ევროპის მოედანზე 20:30 საათზე დაიწყება.