loader

"მისტიკური" არსება მელიის ტანით და ქალის თავით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მისტიკური" არსება მელიის ტანით და ქალის თავით

პაკისტანში, კარაჩის ზოოპარკში "მისტიკური" არსება ქალი-მელია Mumtaz Begum Africa Wali ბინადრობს. მელიის ტანით და ქალის თავით ის მნახველების დიდ ყურადღებას იპყრობს. ქალ-მელიის მახვილგონივრული პასუხები და წინასწარმეტყველური ნიჭი ბევრ ვიზიტორს იზიდავს. დამთვალიერებლების დანახვისას ქალი თავისი ისტორიის მოყოლას იწყებს: "მე დავიბადე აფრიკაში 35 წლის წინ და ვიკვებები ხილით, წვენებით, ღვეზელებით"... მოკლე მონოლოგის შემდეგ ის ესაუბრება მნახველებს და მათ კითხვებზე პასუხს სცემს.

რა თქმა უნდა, მუმთაზი მისტიკური არსება არ არის - ეს, უბრალოდ, ოპტიკური ილუზიაა, რომელიც ადამიანმა შექმნა მელიის ფიტულისგან. წლების განმავლობაში მუმთაზის როლს რამდენიმე მამაკაცი ასრულებდა. თუ ზოოპარკის დირექტორს დავუჯერებთ, მამაკაცები ამ როლს უფრო უხდებიან. ამჟამად მუმთაზის როლს 33 წლის მსახიობი მურედ ალი ასრულებს.