loader

ნარკოტიკების ამოღების ინსცენირება და კინოლოგიური პროექტის გახსნა თბილისის აეროპორტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნარკოტიკების ამოღების ინსცენირება და კინოლოგიური პროექტის გახსნა თბილისის აეროპორტში

შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტი (K9) გახსნა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ქეროლ პერეზი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივმოქმედ საცხოვრებელ ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ღონისძიებაზე მოეწყო ძაღლების მიერ ნარკოტიკების ამოღების ინსცენირება. სამართალდამცავებმა ნარკოტიკები ჩემოდნებში დამალეს და ძაღლებმა მათი პოვნა შეძლეს.