loader

სამაშველო ოპერაცია ლენტეხში ფეხმოტეხილი კანადელი ტურისტის გადასარჩენად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაშველო ოპერაცია ლენტეხში ფეხმოტეხილი კანადელი ტურისტის გადასარჩენად

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, ლენტეხის რაიონში ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ლატფარის უღელტეხილთან, ხეობიდან ფეხმოტეხილი ტურისტი ამოიყვანეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, რომ ლენტეხის რაიონში, სოფელ ტვიდთან კანადელ ტურისტს - 1984 წელს დაბადებულ ბერგ მათიუ ვეინს ჩანჩქერთან, კლდის ქიმზე ფეხი დაუცურდა და ხევში ჩავარდა. მაშველებმა ბერგ მათიუ ვეინი ხევიდან საკაცით ამოიყვანეს და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ლენტეხში ჩაიყვანეს. ამ დროისათვის დაშავებული ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია.

Canadian tourist who broke a leg rescued in Lentekhi - Watch the video on georgianews.ge