loader

ილია მეორე გერმანიაში გაემგზავრა: პატრიარქის ესკორტი თბილისის აეროპორტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილია მეორე გერმანიაში გაემგზავრა: პატრიარქის ესკორტი თბილისის აეროპორტში

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიის დედაქალაქში რეაბილიტაციის კურსის ჩასატარებლად გაემგზავრა. თბილისის აეროპორტში უწმინდესი საპატიო ესკორტმა მიაცილა, თუმცა ჟურნალისტებს ახლოს მისვლის და კომენტარის აღების საშუალება არ მიეცათ. მოგვიანებით, ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს საპატრიარქოში, პატრიარქის პრესმდივანმა მიქაელ ბოტკოველმა მიაწოდა.

ბოტკოველის თქმით, პატრიარქს მკურნალობა ხერხემალსა და გულზე დასჭირდება. სამედიცინო შემოწმების კურსის გავლის შემდეგ დადგინდება, თუ რა დროით დარჩება პატრიარქი ბერლინში.

საქართველოს პატრიარქი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გასული წლის აგვისტოშიც იმყოფებოდა.