loader

ჟურნალისტები საგამოცდო ნაწერების გასწორების პროცესს დაესწრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტები საგამოცდო ნაწერების გასწორების პროცესს დაესწრნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაწერების გასწორება დღეს დაიწყო. საგამოცდო ტესტების გასწორების პროცესს ჟურნალისტებიც დაესწრნენ. ტესტებს 200-ზე მეტი სპეციალისტი ასწორებს. საგამოცდო ნაწერები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker) სწორდება.

ელექტრონული გასწორების პროცესში ჩართულები არიან პედაგოგები საქართველოს ყველა რეგიონიდან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, მთავარი პრინციპი ელექტრონული გასწორების ის არის, რომ გამსწორებელი ვერ ხედავს, ვისი ნამუშევარია.

ამასთან, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრის, ნანა ლოლაძის განმარტებით, გამსწორებლების ძირითადი ჯგუფი სახლიდან მუშაობს.